LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 იანვრიდან „ენგურჰესი“ სრულად გაჩერდება – რეაბილიტაცია იწყება

103
48FD5269-A287-4A03-B973-9D76DAA33BAE-cx8-cy0-cw92-w1200-r1

„ენგურჰესის“ რეაბილიტაცია იწყება – ოფიციალური ინფორმაციით, ის 20 იანვრიდან სრულად გაჩერდება. როგორც „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აცხადებს, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში დასრულდება.

შეგახსენებთ, რეაბილიტაცია 95-100 დღეს გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.

როგორც გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

აფხაზეთში კრიპტოვალუტის წარმოება აიკრძალა - სავარაუდო მიზეზი ენგურჰესის გაჩერებაა

ეს გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო მიიღეს

„ენგურჰესი ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია. „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“,- ამბობდა ეკონომიკის მინისტრი.

ცნობისთვის, ენგურის ჰიდროელექტროსადგური უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები