LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის ღამეს დაკავებული ლევან ჯიქურის ცოლ-შვილი პროკურატურასთან აქციას მართავს

152
ფოტოოოოოოო

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტის, ლევან ჯიქურის ოჯახის წევრები პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ისინი უწყების თანამშრომლებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ, რომელიც ოჯახის უკიდურესი გაჭირვების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ტექსტში ასევე წერია, რომ მათი ერთადერთი მარჩენალი, ციხეში უდანაშაულოდ ზის.

ლევან ჯიქურის ცოლ-შვილი მსგავსი აქციის გამართვას შსს-თანაც აპირებს. აქციის მიზანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირების ინფორმირებაა.

„ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მოვსულიყავით აქ და დაგვერიგებინა, რომ ზემდგომამდეც მისულიყო ეს ჩვენი გასაჭირი და ვიმედოვნებ, რომ გაითვალისწინებენ ამ მდგომარეობას. როგორც დაინახეთ, ზოგმა არც გამოგვართვა, დაბურული შუშებით მიდიან. უბრალოდ, მინდა გავაგონო ყველას, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს, ცუდ მდგომარეობაში ვართ და ვითხოვთ ლევანის გათავისუფლებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მასზე დამოკიდებულები. მე ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, რომ მივხედო ანა-მარიას. ყველას გავაგებინებ, არ გავჩერდები, ვეცდები, რომ არ დავეცე, იმიტომ, რომ არავინ არ არის ჩვენი მომკითხავი ხვალ გვექნება საჭმელი თუ არა“, – განაცხადა ლევან ჯიქურის მეუღლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები