LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის საქმე: სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი დანაშაულს აღიარებს

314
BeFunky-collage (6)

სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი 20 ივნისის საქმეზე დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა განუცხადა.

ლევან იმერლიშვილი გირაოთია გათავისუფლებული. მას აღკვეთის ღონისძიებად ამ დრომდე გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოსამართლემ ამ გირაოს ქონებით უზრუნველყოფაზე მიიღო გადაწყვეტილება.

“გირაო სასამართლომ გამოიყენა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასამართლომ სწორედ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს სხდომას და ლევან იმერლიშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და შესაბამისად სასამართლო განხილვის პირობებში მიგვაჩნია, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,”- განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

ბრალდების მხარემ მოწმედ დღეს ის სამედიცინო ექსპერტი წარმოადგინა, რომლის ექსპერტიზის დასკვნა, 20 ივნისის აქციის დროს, დაზარალებული აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანებებს ასახავს.

ლევან იმერლიშვილს 20 ივნისის აქციების დროს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.  შეგახსნებეთ, აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

დამნაშავეები თუ პოლიტპატიმრები: 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები ისევ საპატიმროებში რჩებიან

აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, თუ ვისმა დანაშაულმა გამოიწვია არეულობა და დაპირისპირება.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

20 ივნისის ღამეს შსს-მ რეზინის ტყვიების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებიც გამოიყენა-მთავარი არხი

ნახეთ ამავე თემაზე: აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები