LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

239
aqcia dakaveba

20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. გამოძიება მათ  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქმედება, რომელიც კადრებში ჩანს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიაცავს.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ქმედებისთვის თამლიანმა პასუხი ადმინისტრაციული წესით უკვე აგოს.

რაც შეეხება ზურაბ ბუდაღაშვილს, ის პროტესტის ნიშნად ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს.როგორც ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, მისი შვილი თავის დაცვას თვითონ აპირებს.

ამასთან, ბუდაღაშვილის პროტესტის მიუხედავად, ოჯახი ცდილობს საქმეში ადვოკატი მაინც ჩართოს.

 

 

ფოტო: გიორგი არჯევანიძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები