LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საბრალდებო სკამზე დაჯდება: სალვა ნათელაშვილი

56
შალვა ნათელაშვილი

„20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საბრალდებო სკამზე დაჯდება“, – ამის შესახებ განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

მისი განცხადებით, სასამართლო პროცესს თვალდათხრილი ბავშვები უნდა დაესწრონ და მოსამართლემ განაჩენი „უვადო პატიმრობა და ქონების კონფისკაცია“ უნდა გამოაცხადოს.

„20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი, ბიძინა ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაჯდება, სასამართლო პროცესს ეს თვალდათხრილი ბავშვები დაესწრებიან და მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს, უვადო პატიმრობაზე, ქონების კონფისკაციით. აი, ეს იქნება რეალური, ვაჟკაცური, ეროვნული პასუხი იმაზე, რაც მოხდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები