LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება

163
unnamed

20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. ღონისძიება იმართება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის, თბილისის მერიის, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში.

კვირეულის მთავარი მოწოდებაა, ნულამდე შემცირდეს ტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია მდგრადი ტრანსპორტის განვითარებით, კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებით, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობით თუ ფეხით სიარულით.

ველომსვლელობა დაიწყება ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით და დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის მონუმენტთან.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს სტუმრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამენ ჯანსაღი ტრანსპორტის მნიშვნელობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები