ჟურნალში Interview ბრეტ პიტისა და ენტონი ჰოპკინსის ერთგვარი დიალოგი გამოქვეყნდა, რომელშიც ძველმა მეგობრებმა (ფილმებიდან „შემოდგომის ლეგენდები“ და გაიცანით ჯო ბლექი“) ცხოვრების პრინციპებსა და წარსულის შეცდომებზე, ალკოჰოლურ დამოკიდებულებასა და ცრემლებზე ისაუბრეს, როცა ასაკთან ერთად სულ უფრო მეტ სისუსტეს ავლენს მამაკაცი.

„იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა ადამიანები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ზედმეტად მკაცრად სჯიან ერთმანეთს შეცდომებისთვის, მაშინ როცა ბევრად უკეთესი იქნებოდა შეცდომის შემდეგ დამნაშავის მოქმედებაზე დაკვირვება“, – აღნიშნა ბრედ პიტმა.

მსახიობებმა გულწრფელად ისაუბრეს საკუთარ ემოციებზე. ენტონი ჰოპკინსის განცხადებით, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უჩუყდება გული. მაგალითად, ბოლოს მარლონ ბრანდოს ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმისას ნახვისას იტირა, როცა გაიგო რამდენად რთული ურთიერთობა ჰქონდა მსახიობს მამასთან,  რომელმაც ბოლომდე არ ისურვა მისი ნიჭის და წარმატების აღიარება. „როცა უფროს ბრანდოს შვილის წარმატებაზე ჰკითხეს, ის აბსოლუტურად გულგრილი აღმოჩნდა, მარლონს კი, ისეთი ტკივილი ჰქონდა თვალებში, რომ მეც მასთან ერთად ავტირდი. ბოლო დროს ყველაფერზე გული მიჩუყდება. ეტყობა, მართლა ძალიან დავბერდი“, – შენიშნა ჰოპკინსმა, რასაც არც პიტი ჩამორჩა, რომელსაც „მაგარი ბიჭის რეპუტაციის“ მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ეძალება ემოციები, „20 წელია არ მიტირია, ახლა კი, ყველაფერზე შემიძლია გადმოვყარო ცრემლები – ბავშვებზე, მეგობრებზე, ახალ ამბებზე, თუმცა ნაკლებად განვიცდი, რადგან არც ისე ცუდია იყო მგრძნობიარე“.

ჰოპკინსმა ბრძნული გამონათქვამით დაუჭირა მხარი კოლეგას და აღნიშნა, რომ „ასაკის მატებასთან ერთად, არა ტკივილი ან განცდა, არამედ ყოველდღიურობა გიჩუყებს გულს“.

ემოციებთან ერთად მსახიობებმა ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემაც განიხილეს. პიტის განცხადებით, „ალკოჰოლი მისთვის ერთგვარ გადარჩენად იქცა“, ჰოპკინსის აზრით კი, „ნებისმიერი მარცხი გამოცდილებას გვმატებს, ამიტომ არ ღირს წარსულის შეცდომებზე დროის დაკარგვა“.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05