LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის გოგონამ, რომელიც დედის გინეკოლოგს მისი დაბადების გამო სასამართლოში უჩივლა, ექიმის წინააღმდეგ დავა მოიგო

14044
ivtmbs

ლინკოლნშირის საგრაფოში მცხოვრები 20 წლის ივ ტუმბსის საქმემ გასულ კვირას მსოფლიო შეძრა. გოგონამ დედის გინეკოლოგს, ექიმ ფილიპ მიტჩელს იმის გამო უჩივლა, რომ მან დედამისს, ქეროლაინ მიტჩელს შესაძლო რისკების შესახებ არაფერი უთხრა. ივს მიაჩნია, რომ მისი დაბადება არასწორი გადაწყვეტილება იყო  და ამის შესახებ პასუხისმგებლობა მთლიანად ექიმს ეკისრება. საქმე იმაშია, რომ ივი უმძიმესი დიაგნოზით სპინა ბიფიდას პათოლოგიით დაიბადა და მთელი ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებს.

სასამართლო პროცესის დროს გამოიკითხა თავად ექიმიც და ივ ტუმბსის დედაც, რომელმაც დეტალურად გაიხსენა ორსულობის მიმდინარეობა. სასამართლომ დაადგინა, რომ ქეროლაინ მიტჩელის პირველი ვიზიტის დროს ექიმ მიტჩელთან, ორსულობა არ იყო დადასტურებული, ხოლო მას შემდეგ, რაც ორსულობა დადასტურდა, ექიმის მიერ არ იყო დანიშნული პრეპარატი ფოლიუმის მჟავა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინით ნაყოფის სწორი განვითარების აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, ექიმ მიტჩელს ივ ტუმბსისთვის მილიონზე მეტი ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს მორალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში, თუ ბოლო პროცესამდე მხარეებმა მორიგება ვერ მოახერხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები