LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ათას ლარშია გაქვითული მთელი საარქივო მასალა – პაატა სალიას საგანგებო ბრიფინგი

296
paata salia214

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია რთულ ვითარებაშია და არსებობს ფაქტები, სადაც ჩანს რომ მისი გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. 

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს ყიდის

„რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით გაიყიდება"

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ყადაღები არაფერ შუაშია და კომპანია კაბალურმა ხელშეკრულებამ გააკოტრა.

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ კომპანიის წილების გასხვისებასთან დაკავშირებული პროცესი იქნება საჯარო, მაქსიმალურად გამჭვირვალე და საზოგადოებას ექნება საშუალება იცოდნენ პოტენციური მყიდველების თაობაზე, დაუსვათ მათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

ამ გადაწყვეტილებამდე ქიბარ ხალვაში მიიყვანა, კომპანიაში შექმნილმა უმძიმესმა ფინანსურმა მდგომარეობამ, რაც კომპანიის გენერალური დირექტორის მიზანმიმართულმა ქმედებებმა გამოიწვია.

საბოლოო პოზიცია იმ აუდიტორული დასკვნის მომზადების შემდეგ გვექნება. დღეის მდგომაროებით, ძალიან ბევრი დეტალი გამოვლინდა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აქ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ მოქმედებებს,“ – განაცხადა პაატა სალიამ და აღნიშნა, რომ კრედიტორები მას პირველივე დღიდან სთხოვენ დავალიანების გადახდას.

„ჩვენ ვცდილობთ ყველასთან დავარეგულიროთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, კომპანია ახლა უნდა იყოს გაკოტრების რეჟიმში, ჩვენ ამ ნაბიჯს არ ვდგამთ. სწორედ ამისთვის და ამ მიზეზით მიღებულ იქნა ხალვაშის მიერ ეს გადაწვეტილება,“ – აღნიშნა სალიამ და დასძინა, რომ ყადაღა, რომელიც კომპანიას ედო, შეეძლო ყოფილ დირექტორს მოეხსნა.

სალიამ ერთ-ერთ დოკუმენტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2-ის“, კერძოდ კი „კურიერის“ მასალები, მხოლოდ ტელეკომაპანიას არ ეკუთვნის და ის გასხვისებულია მინიმალურ ფასად.

200 ათას ლარშია გაქვითული მთელი საარქივო მასალა. რაც მთავარია ამ მასალის სხვაგან გამოყენების, გასხვისების უფლება. ეს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა და სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მინიმალურ თანხებში ხდება ამის გაქვითვა,“ – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ამ საქმეში ინტერმედია ჯგუფი ფიგურირებს.

სალიას თქმითვე, მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანია გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, ხალვაშმა გაყიდვის გადაწყვეტილება “რუსთავი 2-ის” გადარჩენისთვის მიიღო.

“ვმუშაობთ ახალი სეზონის სამაუწყებლო ბადეზე. სექტემბრიდან ეთერში გავა დატვირთული პროგრამებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ქიბარ ხალვაში აგრძელებს თანხების მობილიზებას, რომ არ მოხდეს სახელფასო დავალიანება და ეს აუცილებლად გაკეთდება,” – განაცხადა პაატა სალიამ.

თუ “რუსთავი 2” არ გაიყიდა, სალიამ განაცხადა, რომ კომპანიის გაკოტრებას არ დაიწყებენ.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის. ამის შესახებ განცხადება ტელევიზიის წილის 100 % – ის მფლობელმა დღეს გაავრცელა. “გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით,” წერს განცხადებაში ქიბარ ხალვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები