LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 60 წელს ზემოთ ასაკის, 52 000-მდე მოქალაქე აიცრა

142
ამირან გამყრელიძე02

მთავრობის წამახალისებელი პროგრამის დანერგვის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წელს ზემოთ ასაკის 51 757 მოქალაქე აიცრა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ IPN-თან საუბრისას აღნიშნა, წამახალისებელმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად გაზარდა 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობა.

“20-21 დღის განმავლობაში 51 757 ადამიანი აიცრა. აღნიშნული კატეგორიის დღიური საშუალო მაჩვენებელი 2 465-ს შეადგენს” – აღნიშნავს გამყრელიძე და თვლის, რომ მთავრობის წამახალისებელი პროგრამის ინიციატივა მუშაობს.

შეგახსენებთ, მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

პოპულალურები