LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2010-2019 ბოლო ათწლეულის საუკეთესო 10 ფილმი

2045
movies-news2020

ბოლო ათწლეულში კინომოყვარულებმა არაერთი კარგი ან ძალიან კარგი ფილმი იხილეს და ცხადია, მათგან საუკეთესოების ამორჩევა ძალიან ძნელია. ნებისმიერი ათეული მეტ- ნაკლებად სუბიექტურ მოსაზრებებს ეფუძნება, თუ ისინი არ არის შედგენილი ერთი კონკრეტული კრიტერიუმით, მაგ: მიღებული „ოსკარების“ რაოდენობით, ან  IMDB რეიტინგით. ათეულის შედგენისას ყურადღება მეტ-ნაკლებას ყველა კომპონენტს მიექცა, დაწყებული კრიტიკოსების და კინოაკადემიების მოსაზრებით, დამთავრებული მაყურებლის რეიტინგებით. საერთო სურათი კი ასეთია:

 დასაწყისი“ / Inception (2010)

IMDB – 8.8

რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ჯოზეფ გორდონ ლუიტი, ელენ პეიჯი, ტომ ჰარდი,  კილიან მერფი, მარიონ კოტიარი

ფილმი მოგვითხრობს უჩვეულო ნიჭის მქონე ქურდის, დომ კობის შესახებ, რომელიც სიზმრების მეშვეობით იღებს სხვა ადამიანებს შესახებ ინფორმაციას. ეს იშვიათი ნიჭი კობის ჯაშუშთა სამყაროში შეუცვლელს ხდის, მაგრამ ამავე დროს, ამის გამო ის კარგავს ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია.

“დასაწყისი“ 8-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და 4 მათგანში გაიმარჯვა.

„ვარსკვლავთშორისი“ / Interstellar (2014)

IMDB – 8.6

რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

როლებში: მეთიუ მაკკონაჰი, ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩესტეინი, მეთ დეიმონი

მომავალის დედამიწაზე გავრცელებული მცენარეთა დაავადებების გამო პლანეტა ყოველ წელს სულ უფრო უნაყოფო ხდება. „ნასას“ ყოფილი პილოტი კუპერი მიწვევის შემდეგ ერთვება სპეციალურ მისიაში, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს შავი ხვრელის, „გარგანტუას“ ირგვლივ მდებარე სამი, ადამიანის ცხოვრებისათვის პოტენციურად ხელსაყრელი პლანეტა. კუპერს ეს მისია ყველაფრის ფასად უჯდება, თუმცა მან კარგად იცის, რომ კაცობრიობის ხსნა მხოლოდ იმ პასუხებშია, რომელთა საპოვნელადაც იგი მისიას შეუერთდა.

“ვარსკვლავთშორისი“ 5-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და გაიმარჯვა საუკეთესო ვიზუალური ეფექტების ნომინაციაში.

„ხელშეუხებელნი“ / Intouchables (2011)

IMDB – 8.5

რეჟისორი: ოლივერ ნაკაში

როლებში: ფრანსუა კლუზე, ომარ საი

რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ორი ადამიანის მეგობრობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ვერასოდეს შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ არა უბედური შემთხვევა, რომლის შემდეგაც არისტოკრატი ფილიპე პოზო დი ბორგო სავარძელს მიეჯაჭვა. ფილიპე გადაწყვეტს დამხმარედ ახალგაზრდა კაცი, აბდელ სელუ აიყვანოს…

ჯანგო“ / Django Unchained (2012)

IMDB – 8.4

რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო

როლებში: ჯეიმი ფოქსი, კრისტოფერ უოლტსი, ლეონარდო დიკაპრიო, სამუელ ელ ჯექსონი, კერი ვაშინგტონი

ჯანგო მონაა, რომელსაც გერმანელი ექიმი და თავებზე მონადირე, კინგ შულცი ათავისუფლებს. შულცი ჯანგოს თავის ხელობას ასწავლის და პირობას აძლევს, რომ დაეხმარება ცოლის, ბრუნჰილდას მოძებნაში. ბრუნჰილდა მეპატრონემ სხვა ფერმერს მიჰყიდა. შულცი და ჯანგო მას საბოლოოდ მდიდარი და სასტიკი პლანტატორის, კელვინ კენდის მამულში აღმოაჩენენ.

“ჯანგო“ 5-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მათ შორის წლის ფილმის ნომინაციაში. მიიღო ორი ოსკარი : კვენტინ ტარანტინომ საუკეთესო ორიგინალური სცენარისათვის, კრისტოფერ უოლტსმა კი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

„სასტუმრო „გრანდ ბუდაპეში““ / THE GRAND BUDAPEST HOTEL (2014)

IMDB – 8.1

რეჟისორი: უეს ანდერსონი

როლებში: რალფ ფაინსი, ადრიენ ბროუდი, უილიამ დეფო, ტილდა სვინტონი, სირშა რონანი, ბილ მიურეი, ჯუდ ლოუ, ედუარდ ნორტონი

ფილმი მოგვითხრობს  სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტის“ კონსიერჟის, გუსტავის და  მტვირთავი ბიჭის, ზეროს მეგობრობაზე. მოქმედება გამოგონილ ევროპულ სახელმწიფოში, ზუბროვკაში 1932, 1968 და 1985 წლებში ვითარდება. გუსტავი და ზერო ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ გუსტავის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

კინოაკადემიის 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმს მიენიჭა 9 ნომინაცია და საბოლოოდ, 4 ოსკარი. „სასტუმრო „გრანდ ბუდაპეში“ გახდა „ოქროს გლობუსის“ მფლობელიც.

 „მონობის 12 წელი“ / 12 YEARS A SLAVE (2013)

IMDB – 8.1

რეჟისორი: სტივ მაკქუინი

როლებში: ჩივეტელ ეჯიოფორი, მაიკლ ფასბენდერი, ლუპიტა ნ’იონგო

სოლომონ ნორთაპს, რომელიც  ნიუ-იორკის შტატში დაბადებული თავისუფალი შავკანიანია, ცხოვრება მძიმე გამოცდას უწყობს.1841 წელს მას ვაშინგტონში მიმზიდველ სამუშაოს სთავაზობენ, თუმცა შემდეგ იტაცებენ და მონად ყიდიან. ნორთაპს წინ მონობის 12 წელი ელის. ფილმი რეალურ ისტორიას ეფუძნება. კინოაკადემიის 86-ე დაჯილდოებაზე „მონობის 12 წელს“ მიენიჭა 9 ნომინაცია და მოიგო 3 ოსკარი, მათ შორის მთავარი ნომინაცია – 2013 წლის საუკეთესო ფილმი. ლუპიტა ნ’იონგომ ოქროს ქანდაკება ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის მიიღო, ჯონ რიდლიმ კი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

„მეფის სიტყვა“ / THE KING’S SPEECH (2010)

IMDB – 8.0

რეჟისორი: ტომ ჰუპერი

როლებში: კოლინ ფირტი, ჯეფრი რაში, ელენა ბონემ კარტერი

მას შემდეგ, რაც მისმა ძმამ უარი განაცხადა ტახტზე, დედოფალ ელისაბედ II-ის მამა, ჯორჯ VI გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა. ჯორჯს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან თავის დასაღწევად ლოგოპედის, ლაიონელ ლოუგის დახმარება ესაჭიროება, რომელიც თერაპიის პროცესში მეფეს დაუმეგობრდება.

“მეფის სიტყვა“ 12-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და გაიმარჯვა 4 ნომინაციაში, მათ შორის მთავარ, წლის ფილმის ნომინაციაში. „ოსკარი“ დაიმსახურეს რეჟისორმა ტომ ჰუპერმა და მთავარი როლის შემსრულებელმა კოლინ ფირტმა, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის კი დევიდ საიდლერი დაჯილდოვდა.

„ლა ლა ლენდი“ / La La Land (2016)

IMDB – 8.0

რეჟისორი: დამიენ შაზელი

როლებში: ემა სტოუნი, რაიან გოსლინგი

პიანისტი სებასტიანის და მსახიობი მიას ფერადი, მაგრამ ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. ორივე მათგანი კარიერული წარმატების მიღწევას ცდილობს, მაგრამ როგორ მოიქცევიან ისინი მაშინ, როდესაც სიყვარულსა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება გახდება საჭირო?

„ლა ლა ლენდმა“ ამერიკის კინოაკადემიის 86-ე დაჯილდოებაზე 14 ნომინაცია და 6 ოსკარი მოიპოვა. წლის საუკეთესო რეჟისორად დემიენ შაზელი, საუკეთესო ქალ მსახიობად კი ემა სტოუნი დასახელდა.

„გრავიტაცია“ /GRAVITY (2013)          

IMDB – 7.7

რეჟისორი: ალფონსო კუარონი

როლებში: სანდრა ბალოკი, ჯორჯ კლუნი

დოქტორი რაიან სტოუნი კოსმოსში თავის პირველ მისიაზე მიემგზავრება, სადაც ვეტერან ასტრონავტ მეტ კოვალსკისთან ერთად მოულოდნელ საფრთხეებთან მოუწევს შეხვედრა. კოსმოსურ სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ სტოუნის და კოვალსკის მთავარი მისია დედამიწაზე დაბრუნებაა.

„გრავიტაცია“ 10-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და 7 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში. ფილმი საუკეთესოდ დაასახელეს  BAFTA Awards-ზეც.

 

სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“ / Three Billboards Outside Ebbing, Missouri (2017)

IMDB – 8.2

რეჟისორი: მარტინ მაკდონაჰი

როლებში: ფრენსის მაკდორმანდი, სემ როკველი, ვუდი ჰარელსონი

მილდრედ ჰეისის ქალიშვილის მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დამნაშავეები ნაპოვნი არ არიან. მილდრედი, რომელიც ადგილობრივი პოლიციის შერიფს უმოქმედობაში ადანაშაულებს, ებინგის საზღვარზე სამ ბილბორდს ქირაობს და მათზე  განათავსებს მიმართვებს შერიფისთვის. მილდრედის დაპირისპირება სამთავრობო უწყებებთან უფრო მწვავდება მას შემდეგ, რაც კონფლიქტში შერიფის მოადგილე, ოფიცერი დიქსონი ერთვება.

“სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“ 6-ჯერ იყო ნომინირებული იყო ოსკარზე და გაიმარჯვა ორ ნომინაციაში. აღსანიშნავია, რომ ფრენსის მაკდორმანდმა და სემ როკველმა მოიგეს არა მხოლოდ „ოსკარები“ ქალის მთავარი როლისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისათვის, არამედ ამავე ნომინაციებში გაიმარჯვეს „ოქროს გლობუსსა“ და „BAFTA Awards”-ზეც.

Honorable Mentions:

127 Hours (2010)

Black Swan (2010)

War Horse (2011)

A Separation (2011)

The Tree of Life (2011)

Lincoln (2012)

Life of Pi (2012)

Zero Dark Thirty (2012)

Before Midnight (2013)

American Hustle (2013)

Her (2013)

Only Lovers Left Alive (2013)

The Wolf of Wall Street (2013)

Dallas Buyers Club (2013)

Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance) (2014)

The Imitation Game (2014)

The Theory of Everything (2014)

Bridge of Spies (2015)

The Martian (2015)

Room (2015)

Spotlight (2015)

The Hateful Eight (2015)

Mad Max: Fury Road  (2015)

Sicario (2015)

Manchester by the Sea (2016)

Hacksaw Ridge (2016)

Arrival (2016)

Shape of Water (2017)

Lady Bird (2017)

Coco (2017) -animated

Dunkirk (2017)

Blade Runner 2049 (2017)

Capernaum  (2018)

Roma  (2018)

Green Book (2018)

Vice (2018)

Bohemian Rhapsody (2018)

The Irishman (2019)

Once Upon A Time in Hollywood (2019)

Joker (2019)

A Beautiful Day in the Neighborhood (2019)

Marriage Story (2019)

Parasite (2019)

1917 (2019)

Avengers: Endgame (2019)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები