LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2015 წლის შემდეგ გავღარიბდი… რაღაც გავყიდე“: რატომ დაკარგა პრემიერმა ქონება

148
გახგახ

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ გაღარიბდა.

„მთავარის“ კითხვაზე, 2015 წლის შემდეგ სად ქრება ქონება მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის თანახმად მთავრობის მეთაურს საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდე აქვს, პრემიერი აცხადებს, რომ 2015 წლის შემდეგ გაღარიბდა, მაგრამ ამისთვის მზად იყო, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ემსახურება.

„ქონებრივი დეკლარაცია ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად. იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ახლა რა გინდათ, მოგიყვეთ, ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“ – უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს.

ჟურნალისტის მიერ დასმულ მორიგ შეკითხვაზე, გაღარიბდა თუ არა მოსახლეობაც, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობას უჭირს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ასეთი კითხვის ღიმილით დასმა ამორალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები