LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის ლიდერი ქალები 27 მარტს დასახელდებიან

335
web Fortuna

თბილისში 27 მარტს, USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოსთან” (WBCG) ერთად, გამართავს რიგით  მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ისინი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას როგორ მიაღწიეს წარმატებას. მათი წარმატების მაგალითები სტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის. კონეფერენციას დაესწრება 400 მეტი მეწარმე ქალი.

ღონისძიებაზე გამოვლინდებიან 2018 წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი,  ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში  კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები