LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის რეიტინგში მესი რონალდოზე წინაა

2475398-51406670-2560-1440

ESPN FC-მა ტრადიციული ყოველწლიური საფეხბურთო რეიტინგი შეადგინა, რომელშიც ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოზე მაღლა დგას. სამაგიეროდ ”ოქროს ბურთის” გამოკითხვაში პორტუგალიელმა უფრო მეტი ხმა მიიღო.

ESPN FC-მა რეიტინგის შესადგენად 25 საფეხბურთო ექსპერტი გამოკითხა, რომელთა შორისაც არის გრემ ჰანტერი, ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების შესახებ წიგნების ავტორი. გამოკითხულთა შორისაა ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრების ყოფილი გოლკიპერი შაკა ჰისლოპი, გერმანული ფეხბურთის აღორძინების შესახებ წიგნის ავტორი რაფაელ ჰიონიგშტაინი, ESPN FC-სა და The Times-ის ჟურნალისტი გაბრიელ მარკოტი და სხვები.

გამოკითხულმა ექსპერტებმა 90-90 საუკეთესო ფეხბურთელი და 10-10 საუკეთესო მწვრთნელი აირჩიეს.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარეები, მარჯვენა, ცენტრალური და მარცხენა მცველები, ცენტრალური და შემტევი ნახევარმცველები, ფლანგის ფორვარდები, თავდამსხმელები და ბომბარდირები. აღნიშნული კრიტერიუმებით ლაურეატთა შორის მოხვდნენ დევიდ დე ხეა, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი,კ ევინ დე ბრიუინი, სადიო მანე, ლიონელ მესი და ჰარი კეინი. სუკეთესო მწვრთნელად ”მანჩესტერ სიტის” დამრიგებელი პეპ გვარდიოლა დასახელდა.

კრიშტიანო რონალდო თავდამსხმელთა რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი გამოკითხვის შედეგად კილიან მბაპემ დაიკავა, მეოთხე – ედენ აზარმა. საუკეთესო ხუთეული ანტუან გრიზმანმა დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები