LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019-ში ხილული დანაშაული ხდებოდა, შსს-მ მოძალადე ჯგუფებს შეგვატოვა: Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი ნათია მეზვრიშვილს პასუხობს

123
თაბაგარი

Tbilisi Pride-ის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ 2019 წელს „ხილული დანაშაული“ ხდებოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ისინი მაშინ „მოძალადე ჯგუფებს შეატოვა.“

„კონკრეტულად ლევან ვასაძემ იმ ზაფხულს 14 სხვადასხვა მუხლი დაარღვია. შექმნა „ბანდ-ფორმირებები,“ დასდევდნენ ადამიანებს და გვემუქრებოდნენ, გვაშინებდა სახელმწიფოც.

ჩემი სამოქალაქო აქტივიზმის მეხსიერებაში, რომელიც აგერ უკვე 10 წელზე მეტს ითვლის, 2019 წელი იყო ძალიან დიდი ჩავარდნა სახელმწიფოსთვის,“ – დაწერა„ფეისბუქზე“ გიორგი თაბაგარმა.

მისი შეფასებით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფებს ვერაფერი დაუპირისპირა და ფონს გასვლას, ისევ ლგბტ+ თემის გადამალვით ცდილობდა.

როგორც თაბაგარი წერს, „ვერ დაგიცავთ, რაც გინდათ ის ქენით“ იყო შსს-ს პასუხი 2019 წლის „ღირსების მარშზე“ და პირდაპირი გაგებით, თემი მოძალადე ჯგუფებს შეატოვეს. მისი თქმით, ხელისუფლებამ თემი ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებთან დატოვა – გავიდოდნენ თუ არა და გარისკავდნენ თუ არა სიცოცხლეს.

გიორგი თაბაგარი ცრუობს, როცა ამბობს, რომ შსს-მ 2019 წელს „თბილისი პრაიდი“ არ დაიცვა: ნათია მეზვრიშვილი

„როცა ჩვენ შსს-ში ვიყავით, პირველად ამ უწყების ისტორიაში, რომელიც არის დახურული უწყება, შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი...,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

„არ მინდოდა ამ ამბების კიდევ ერთხელ წამოწევა, მაგრამ ისტორია ასე მოკლე დროში ვერ გადაიწერება. აგერ, გუშინ ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს, სადაც ძალიან კარგად ჩანს რა ხდებოდა რეალურად 2019 წლის ივნის-ივლისში.

აქვე დავამატებ, რომ მარტო შსს-ზეც არ მინდა გადატყდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობები. პირველ რიგში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური ნება და ჩემს წარმოდგენაში 2019 წელს ხელისუფლებას ეს ნება არ ჰქონდა,“ – წერს გიორგი თაბაგარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები