LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს მართლა ტურისტებად ჩამოდიოდნენ, ახლა რომ შემოდიან, დიდი ნაწილი რჩება, რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება, საფრთხის შემცველია – ბესო ნამჩავაძე

56
ipiccy_image

რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება, საფრთხის შემცველია – ომის დაწყების მერე, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანალიტიკოსმა, ბესო ნამჩავაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი კვლევა ბევრ სფეროს მოიცავს და მათ შორის არის ტურიზმიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წლებია უკვე ამას აკვირდება, უკრაინაში ომის დაწყებამდეც, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია. ამაზე მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა და ცდილობენ, ეს დამოკიდებულებები შეამცირონ, ეს ჩვენთან ახლა პირიქით მოხდა. ომის დაწყების მერე, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდა – ეს არის ტურიზმი, ფულადი გზავნილები, რუსული კომპანიები, იმპორტი“, – განაცხადა ბესო ნამჩავაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე განმარტებით, რუსები საქართველოში 2019 წელს მართლა ტურისტებად ჩამოდიოდნენ, ერთი-ორი კვირა ჩერდებოდნენ და გადიოდნენ, ახლა რომ შემოდიან, დიდი ნაწილი რჩება. „ამას ადასტურებს თუნდაც 6400 კომპანია, რომელიც აქ დააფუძნეს“, – დასძინა ნამჩავაძემ.

„თუ არ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი დაბალანსდეს, ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვის საინტერესო აღარ იქნება და ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი იქნება“ – რა ხდება აჭარაში