LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს ტექინსპექტირებაზე ავტომობილების 50% დახარვეზდა

131
ტექინსპე

2019 წელს ტექინსპექტირება 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 50% დახარვეზდა.  ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად კი გასულ წელს ქვეყანაში ასეთი ვითარება იყო: 2019 წელს ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი და მეორადი შემოწმება) სულ გაიარა 1 398 434-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ. აქედან 691 619-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დახარვეზდა 704 711, ხოლო გადაადგილება აეკრძალა 2 104 ავტოსატრანსპორტო საშუალებას.

როგორც იცით, საქართველოში ტექნიკური ინსპექტირება მთლიანად ავტოპარკისთვის სავალდებულო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები