LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის 8 მთავარი სერიალი (ვიდეო)

tv-shows

„ფორტუნა“ წარმოგიდგენთ 2019 წლის მთავარ სერიალებს, რომელიც სატელევიზო სივრცის უპირობო ლიდერები გახდებიან. რომელ სერიალს უნდა ჩაუჯდეთ უახლოეს პერიოდში და რომლებს უწინასწარმეტყველებენ დიდ წარმატებას, ამას ჩვენი სარჩევიდან შეიტყობთ.

The ABC Murdersმკვლელობა ანბანის მიხედვით

აგატა კრისტის კლასიკური ნაწარმოების მორიგი ეკრანიზაცია. ერკულ პუაროს რომანების ციკლს ამჯერად ჯონ მალკოვიჩი და რუპერტ გრინტი გააცოცხლებენ.

Sex Education – სექსუალური განათლება

სერიალი ახალგაზრდების ცხოვრებაზე გვიყვება, რომლებიც სკოლაში სექსუალური განათლების კლინიკას ხსნიან. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჯილიან ანდერსონი ასრულებს.

I Am The Night – მე ღამით

სერიალი ახალგაზრდა გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც ბავშვობაში დედამ მიატოვა, მთავარი გმირი ცდილობს, მეტი გაარკვიოს საკუთარ წარსულზე და გამოძიებას კი ის უმძიმესი დანაშაულის გახსნამდე მიჰყავს.

The Umbrella Academy – აკადემია „ამბრელა“

პოპულარული კომიქსების მიხედვით გადაღებული სერიალი, რომელიც 20-იანი წლების ალტერნატიული ცხოვრების შესახებ გვიყვება.

What We Do in the Shadows – რას აკეთებენ ჩრდილები

ჯიმ ჰენსონის 80-იანი წლების საკულტო ფილმის პრექველი, რომელიც ჯადოსნურ სამყაროზე გვიყვება.

ბინდის ზონა – The Twilight Zone

ჯორდან პილი 60-იანი წლების საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიას აცოცხლებს. თითოეული სერია დასრულებულ ამბავს მოგვიყვება.

შავი დასაწყისიHis Dark Materials

ფილიპ პულმანის კლასიკური საგა პარალელურ სამყაროზე 2007 წელს ფილმით „ოქროს კომპასი“ გააცოხლეს. ამჯერად კი ჯერი BBC-სა და HBO-მ ერთობლივ პროექტამდე მივიდა. სერიალის პირველი სეზონი ტრილოგიის პირველ ნაწილს ეძღვნება.

 

მსოფლიო ომები The War Of The Worlds

გერბერტ უელსის რომანის მორიგი ეკრანიზაია, რომელიც სამ სერიალით იქნება წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები