LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიები საქართველოში – უკვე ცნობილია

249
shutterstock-366801260

2019 წლის ოქტომბრის თვეში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.

2019 წლის 10 თვის მონაცემებით კი, ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორების 49% -ქართველი, ხოლო 51% უცხოელი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით.

2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:

  • ყაზბეგის ეროვნულ პარკს

  • მარტვილის კანიონს

  • პრომეთეს მღვიმეს

  • ოკაცეს კანიონის

  • თბილისის ეროვნულ პარკს

2019 წლის 10 თვის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 9357649 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები