LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელი შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა – ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები მზადყოფნაშია

57
98841c781e4b136df6efce38180f845e-XL

2020 წელი გამოცხადდა შიდა ტურიზმის წლად და ამიტომ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე აცხადებს.

მისი განმარტებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს.

„ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსკრინინგი”,- აცხადებს თამარ არჩუაძე.

როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, შიდა ფრენების დაწყება მნიშვნელოვანია, ამას ელოდება, განსაკუთრებით როგორც ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონის მოსახლეობა, ისე ადგილობრივი ვიზიტორებიც.

„მოლოდინი, რომ დიდია ეს ბილეთების გაყიდვაზეც აისახა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული“, – აღნიშნა არჩუაძემ.

შეგახსენებთ, 4 თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები