LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს ერთობის შანსი გვქონდა და ვერ განხორციელდა, ძირითადი ბრძოლა ყოველთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის იმართებოდა და ხელისუფლება გვავიწყდებოდა: მელია

30
ნიკა მელია

“რაც პოლიტიკურ პროცესში ვარ ჩართული, ერთობა არასდროს მინახავს ამ ქვეყანაში. არასდროს ყოფილა კანდიდატებს შორის თანხმობა. არც 2012 წელს, 2017 წელს დავხოცეთ პარტიებმა ერთმანეთი,” – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ძირითადი ბრძოლა ყოველთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის იმართებოდა და ხშირად ხელისუფლება ავიწყდებოდათ.

ნიკა მელია 2020 წელს იხსენებს და ამბობს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ერთობა რომ შემდგარიყო, საბრძოლო კლიმატი შეიქმნებოდა და გამარჯვების კამპანია გაჩაღდებოდა:

მელია ამბობს, რომ თბილისის საერთო მერობის კანდიდატის გარშემო კი არ უნდა იყოს ერთობა, საზოგადოების წინაშე ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს და მათ გარშემო გაერთიანდნენ:

“ერთადერთი ერთობის შანსი 2020 წელს გვქონდა და ესეც ვერ განხორციელდა. ხაზს ვუსვამ, სწორია ამის ხაზგასმა, სიმართლე ეს არის, რომ “ევროპული საქართველო” იყო ერთადერთი მთავარი პარტია, ვინც 2020 წელს ითხოვდა მაჟორიტარულ ოქლებში ერთობას, ვერ მოხერხდა ეს ბევრი მიზეზის გამო. თბილისში მხოლოდ რამდენიმე ოლქში მოხერხდა ეს და საკმარისი არ აღმოჩნდა, გლდანშიც ვიხილეთ, რაც მოხდა.

2020 წელს, რომ შემდგარიყო ერთობა მაჟორიტარულ ოლქებში, ეს შექმნიდა საბრძოლო კლიმატს, გამარჯვების კამპანია გაჩაღდებოდა, ბრძოლის მუხტი აიწევდა, დღეს ხელისუფლებაში რეჟიმი აღარ გვეყოლებოდა. ამიტომ ჩვენ ან გავითვალისწინებთ ამ ნაკლოვანებებს, ან იგივე გზას დავადგებით. ყოველთვის იყო ძირითადი ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ხელისუფლება ხშირად გვავიწყდებოდა, იგივე მოხდება,” – თქვა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, თბილისში ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარდგეს და საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, ვიცე-მერი და ა.შ:

“როგორ წარმოგიდგენიათ თბილისში მუნიციპალური არჩევნები. თბილისის საერთო მერობის კანდიდატის გარშემო კი არ უნდა იყოს ერთობა, ყველა წამყვანი პოზიციის დასახელება უნდა მოხდეს საზოგადოების წინაშე. მათ გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება. ოპოზიცია კოალიციურად უნდა წარსდგეს თბილისში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, ვიცე-მერი, ყველა მოადგილე, რაიონის გამგებელი წინასწარ უნდა იყოს დასახელებულ.

მელია ამბობს, რომ თუ ადამიანებმა გაერთიანებული, ბრძოლისთვის შემართებული და ურთიერთგატანისთვის მზადმყოფი ოპოზიცია არ დაინახეს, საზოგადოება ბრძოლაში არ ჩაერთვება და აქვე აღნიშნავს, რომ წარმატების მიღწევის შანსს სხვაგვარად ვერ ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები