LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს „ევროვიზიაზე“ კვლავ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული წარდგება

704
oto nemsadze eurovizia 2019 news

„პირველმა არხმა“ 2020 წლის „ევროვიზიის“ კონკურსისთვის მონაწილის შერჩევის წესები გამოაქვეყნა. როგორც გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, „ევროვიზიაზე“, რომელიც 2020 წელს ნიდერლანდებში გაიმართება, საქართველოს, წინა წლის მსგავსად, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული წარადგენს.

კონკურსს „პირველი არხი“ გამართავს. წინა წელს მისი გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მან რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგინა საქართველო.

კონკურსისთვის მონაწილის შერჩევა ორ ეტაპად გაიმართება.

I ეტაპი

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ე.წ. კასტინგის შედეგად შეირჩევა 10 კონკურსანტი;

კონკურსში მონაწილე 10 კონკურსანტს შორის საუკეთესო შემსრულებელი ვლინდება მაყურებლების მიერ, სოციალურ ქსელში – Facebook-ში გამოკითხვის შედეგების და მობილური ტელეფონებიდან შემოსული ზარების რაოდენობის დაჯამების (50/50-ზე პრინციპით) შედეგად;

მაყურებელი თავისი რჩეული შემსრულებლისთვის ხმის მიცემას განახორციელებს სატელეფონო ზარების, SMS-შეტყობინებებისა და facebook-ის მეშვეობით, ამასთან,  ევროვიზიის კონკურსის წესების მსგავსად, 24 საათის განმავლობაში ერთი ნომრიდან განსახორციელებელი ზარებისა და SMS-შეტყობინებების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 24 საათის განმავლობაში ერთ ნომერზე 20 ზარს და 20 SMS-შეტყობინებას.

II ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შესასრულებელი სიმღერის შესარჩევად პირველ არხზე იქმნება საპროდიუსერო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: გადაცემა „აკუსტიკა“-ს პროდიუსერი – გიორგი ასანიშვილი, საბავშვო მუსიკალური შოუს „რანინა“- ს პროდიუსერი – ლანა ქუთათელაძე, პირველი არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი – დავით ევგენიძე, ევროვიზიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი – ნათია მშვენიერაძე და ევროვიზიის პროდიუსერი – ნათია უზნაძე;

შესარჩევი ჯგუფი პასუხისმგებელია სიმღერის (ტექსტის და მუსიკის) შერჩევაზე, ასევე შერჩეული სიმღერის ე.წ. შეფუთვისთვის (არანჟირება, მასტერინგი, სტუდიაში ჩაწერა და ა.შ.), სიმღერის ვიდეო რგოლისთვის, ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის მუსიკალური ნომრის დადგმისთვის (მათ შორის, ქორეოგრაფიის დადგმა, კოსტიუმები და ა.შ.) და მარკეტინგული აქტივობებისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები