LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს საქართველოში შიდა ფრენები 6 მლნ ლარით დაფინანსდება

106
1517836849

2020 წელს, საქართველოში შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის  6 მლნ ლარი დაიხარჯება – ამას ითვალისწინებს სწორედ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი.

აღსანიშნავია, რომ სრული თანხის ათვისება დამოკიდებულია მგზავრთნაკადსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე. რეისები ძირითადად სეზონურია და ხშირად დამოკიდებულია ამინდზე.

1 იანვრიდან საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

„ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით

საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის, დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia  იღებს, სწორედ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ, შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში. ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები