LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლიდან საქართველოში ავტომობილები გაიაფდება

1584
21

2020 წლიდან, შესაძლოა, ავტომობილებზე ფასი შემცირდეს – ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება – თემაზე „ბანკები და ფინანსები“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში მანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს. მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

როგორც „ბანკები და ფინანსები“ იუწყება, დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%- იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ მანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა). თუმცა, 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით. ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი – კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

ცნობისთვის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები