LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს თბილისში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე და დიდ დიღომში გაიყიდა

234
default

2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თბილისში ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება 3 უბანში გაიყიდა, ესენია: საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანი. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში, სადაც ასევე წერია, რომ საანგარიშო პერიოდში, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაყიდვების რაოდენობაც გაზრდილი იყო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 6,1%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები