LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლიდან საქართველოში პენსია ყოველწლიურად გაიზრდება

392
408E4706-A763-4B27-A195-2F7DE18077FC-w1200-r1

2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას პენსია ყოველწლიურად გაეზრდება. „სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან პენსიის ზრდა გათვალისწინებული იქნება მინიმუმ 20 ლარით და 25 ლარით – 70 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობისათვის. ეს არის მაჩვენებლის მინიმუმი და თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალია, ან ინფლაციის ზრდამ გადააჭარბა, ასეთ შემთხვევაში მეტიც იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილმე, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 275 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები