LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება

71
1-YC1LdsQOHDJflEVTfzv9eg

2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი აცხადებს. ივანე მაჭავარიანის თქმით, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

„2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა, მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები