LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის პირველ კვარტალში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 264 041 ლარის შემოწირულობა მიიღო

65
ნაციონალური მოძრაობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2021 წლის 6 იანვრიდან დღემდე, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოწირულობის სახით 264 041 ლარი მიიღო.

7 აპრილის მონაცემებით, წელს “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველი 24 სუბიექტია.  გადარიცხული თანხის მინიმალური რაოდენობა 20 ლარია, მაქსიმალური კი 60 000 ლარი.

მათგან ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა პარტიისთვის ნინო ყიფიანს 60 000 ლარი აქვს შეწირული, 40 000 ლარი რევაზ ჩომახიძეს, 33 000 ლარი მანუჩარ ახალაიას, 30 000 ლარი “ემ-ეს ჯგუფს”, ხოლო 20 000 ლარის შემოწირულობა ჰენრი დოლიძეს აქვს გაკეთებული.

აღსანიშნავია რომ 2021 წელს, ყველაზე მცირე ოდენობის შემორიწულობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მარინე ერემაშვილისგან მიიღო. მან 12 იანვარს და 1 თებერვალს პარტიას 20 – 20 ლარის შემოწირულობა ჩაურიცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები