LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოს საზღვარი 1 459 546-მა რუსმა გადმოკვეთა – წლიური ზრდა 401%-ია

139
ლარსი მიგრანტ

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2022 წელს რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.

შსს-ს თანახმად, მხოლოდ დეკემბერში საქართველოში რუსეთის 131 546 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 306%-ით აღემატება. იანვარი-დეკემბრის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დინამიკა ასეთია:

იანვარი – რუსეთის 27 292 მოქალაქე;
თებერვალი – 26 702;
მარტი – 45 068;
აპრილი – 48 797;
მაისი – 69 772;
ივნისი – 135 457;
ივლისი – 236 734;
აგვისტო – 260 810;
სექტემბერი – 222 274;
ოქტომბერი – 133 640;
ნოემბერი – 121 454;
დეკემბერი – 131 546.

2022 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 79-მა მოქალაქემ აიღო 

მთლიანად წლის განმავლობაში 30 536 მართვის მოწმობა გაიცა. 2021 წელს კი ჯამში 47 891 მართვის მოწმობა გაიცა.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე იყო. დეკემბერში კი ის თურქეთმა ჩაანაცვლა და რუსეთმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. შემდეგ მოდიოდა სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები.

შსს-ს ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 1 669 005-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 71% უცხოელი იყო, 29% კი – ქართველი.

სამინისტროს ცნობით, დეკემბერში საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამეზე კი – ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი.