LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის პირველ სამ თვეში, თითქმის ოთხმა მილიონმა რუსმა ქვეყანა დატოვა – რამდენი რუსი მიიღო საქართველომ

130
TASS_51524146

2022 წლის პირველ სამ თვეში, თითქმის ოთხმა მილიონმა რუსმა ქვეყანა დატოვა, – შესაბამის სტატისტიკას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აქვეყნებს. უფრო კონკრეტულად, იანვრიდან მარტამდე, სულ 3 880 679-მა რუსმა იმოგზაურა, თუმცა უცნობია რამდენი დაბრუნდა სამშობლოში.

FSB-ის ცნობით, საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში 38 281 რუსი მიიღო, რაც თითქმის ხუთჯერ გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჩასვლებმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“ – იუწყება Moscow Times.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები