LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავალთ – პრემიერი

603
რარიბასვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 1 სექტემბერს რიკოთის უღელტეხილზე იმყოფებოდა.

პრემიერმა ახალი მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიან მონაკვეთზე შენდება 92 ხიდი და 53 გვირაბი, რაშიც დაიხარჯება 2 მილიარდ ლარზე მეტი.

ღარიბაშვილმა “საუკუნის პროექტი” უწოდა წითელი ხიდისა და სარფის დამაკავშირებელი 388-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობას, რომლის ნაწილიცაა რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი.

როგორც პრემიერი ამბობს, ამ გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება და ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში ავტომობილით ჩასვლა 3 საათში იქნება შესაძლებელი.

„ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის შემადგენელი ნაწილი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან (ბელარუსი) და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი. ეს არის 388- კილომეტრიანი მონაკვეთი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები