LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 იანვარს მთვარის დაბნელებაა – რომელი დღეებია განსაკურებით კრიტიკული და რას უნდა მოვერიდოთ

sofia_bzekalav

სოფია ბზეკალავა მოსალოდნელი მზის დაბნელების და იმ სირთულეების შესახებ წერს, რაც იანვრის ბოლომდე გველოდება. რა რჩევები აქვს ცნობილ ასტროლოგს ამ თემაზე, შეგიძლიათ მის ვრცელ პოსტში წაიკითხოთ.

სოფია ბზეკალავა:

„უნდა ითქვას, რომ ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფებით. ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა საახალწლო პროგნოზები კეთდებოდა, მეც და ბევრმა ჩემმა კოლეგამ, გავაკეთეტ აქცენტი იანვარზე და ითქვა ისიც, რომ 2019 წლის ყველაზე რთული თვეები იანვარი, ივლისი და დეკემბერი იქნებოდა, იმიტომ, რომ ზუსტად ამ პერიოდებს ემთხვევა ე.წ “დაბნელებების კორიდორი”, უმნიშვნელოვანესი პერიოდები ასტროლოგიური კუთხით.

მზისა და მთვარის დაბნელებებს ოდითგანვე შიშით ელოდნენ ადამიანები, მას მიაწერდნენ ათასგვარ ზებუნებრივ მოვლენებსაც. თუმცა თანამედროვე ასტროლოგიური ხედვით ეს მოვლენა უფრო კონსტრუქციულ ჭრილში შეგვიძლია დავინახოთ. დიახ, დაბნელებები ააქტიურებს უდიდეს ენერგეტიკას, დიახ ეს პერიოდები საკმაოდ ხშირად დაკავშირებულია საბედისწერო ან საკვანძო მოვლენებთან კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში. ასევე ის რიგ შემთხვევაში ეხება ქვეყნის ბედსაც. იმიტომ რომ დაბნელება არის კულიმინაციური მომენტი, დუღილის ტემპერატურის ეპიცენტრი. მომენტი, რომელიც უნდა იქცეს გარდამტეხ წერტილად და მოიტანოს შემდგომი ცვლილებები. სამწუხაროდ ადამიანებს არ სურთ ხოლმე გამოღვიძება, მანამ სანამ რაღაც ძალიან მტკივნეული მოვლენა არ აიძულებს მათ, თვალი გაახილონ და შეცვალონ რამე. არადა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ხშირად სულიერ კათარზისს კაცობრიობა ზუსტადაც რომ დიდი ტრაგედიების შედეგად გადის…

იანვარში უკვე გვქონდა ერთი დაბნელება მზის, ნაწილობრივი – თხის რქის ზოდიაქოში. ამჯერად კი მოდის მეორე მთვარის დაბნელება ლომის ნიშანში. ანუ კონკრეტულად ამ ეტაპზე ჩვენ ე.წ “დაბნელებების კორიდორში” ვიმყოფებით და სამყარო ძალიან ბევრ ჩვენგანს აძლევს მინიშნებას, რა შეუძლია ან საჭიროა რომ შეცვალოს საკუთარ თავში, შესაბამისად, ცხოვრებაში. თხის რქა წესრიგი და დისციპლინაა, მორალური და პროფესიული პასუხისმგებლობები. ამიტომ დაბნელების პირველი წერტილი თხის რქაში მწვავედ დააყენებს სამომავლოდ პროფესიული პასუხისმგებლობის, ზოგადად, პროფესიონალიზმის საკითხს საზოგადოებაში.

21 იანვარს მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანში დაბნელდება. ლომი კი გული, სიკეთე, სიყვარული, სულგრძელობა, დიდსულოვნება და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გააზრებაა გარშემომყოფების, თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ სიმბოლურად, ამ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია იქნება გამოკვეთილი – ვიყოთ დისციპლინირებული, გავცეთ მეტი სითბო და სიყვარული და გავაცნობიეროთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები იქნება ეს პროფესიული თუ ადამიანურ/მორალური.

დაბნელების პერიოდში მატულობს სირთულეები, იმპულსურ/ფეთქებად ადამიანებს კი ძალიან უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა. ამიტომ იანვრის ბოლომდე აუცილებელია ყველა ჩვენგანმა აკონტროლოს თავი. 21 იანვრის დაბნელება ლომის ზოდიაქოში დიდი ალბათობით გაზრდის არაჯანსაღი ამბიციების და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მოთხოვნილებას ბევრ ადამიანში, მაგრამ აქვე მინდა ისიც იცოდეთ, რომ დაბნელების პერიოდში ჩადენილი ან გამოვლენილი ნებისმიერი აგრესია უკან სინათლის სიჩქარით ბრუნდება, ბუმერანგული პრინციპით. ამიტომ ეს თვე, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გავიაროთ, ჩემო კარგებო. გამოავლინეთ ლომისა და თხის რქის ზოდიაქოს დადებითი თვისებები, იყავით გულწრფელი, დიდსულოვანი და გარშემომყოფთა დასახმარებლად მობილიზებული. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, პირნათლად შეასრულეთ პროფესიული მოვალეობა და დამიჯერეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება <3 <3

მშვიდობას გისურვებთ!

აქვე იმასაც დავამატებ, მართალია, ძალიან არ მიყვარს არც ნეგატიური პროგნოზები და არც ადამიანების შეშინება. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მეგობრებო და 19, 21, 24 და 25 რიცხვები არის ასევე საკმაოდ კრიტიკული. განსაკუთრებით 21 (უშუალოდ დაბნელება). ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ დიდ თავყრილობებს, სადაც ლიფტები, ესკალატორებია ან აუცილებლობაა, დიდ სიმაღლეზე ახვიდეთ, შენობებს უშუალოდ მიწის ქვემოთ, გადაადგილებას დიდ გზაზე (მატარებლით მაგალითად), შეამოწმეთ ავტომობილების გამართულობა, არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ სიჩქარეს. ერიდეთ ელექტროობას ან ტექნიკის საკუთარი ხელით შეკეთებას, თუ ამ სფეროს პროფესიონალი არ ხართ. ამ პერიოდში ბავშვები განსაკუთრებით ჭირვეულობენ და უმართავები არიან. ამიტომ გაგებით მოეკიდეთ ამ ფაქტსაც. კიდევ ერთხელ, სიმშვიდეს გისურვებთ <3 გახსოვდეთ არაფერია მუდმივი, პლანეტები მოძრაობენ და ცუდი პერიოდიც წარმავალია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები