LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 წლის მამაკაცი ყალბი “ფეისბუკ” – გვერდების მეშვეობით მეგობრებს ფულს სძალავდა

191
დაკავება

აჭარაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მეგობრებს 8000 ლარი გამოსძალა. გამოძიების ინფორმაციით, მან 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც 1998 წელს დაბადებული გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები