LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2100 წლისათვის ზაფხული 6 თვეს გაგრძელდება

181
hotsummer2100

იმ შემთხვევაში, თუ კლიმატის ცვლილებები მიმდინარე ტემპით გაგრძელდა, 2100 წლისათვის ზაფხული 6 თვეს გაგრძელდება. ბევრი ადამიანისათვის წელიწადის ფავორიტი დრო უკვე ისედაც 20%-ით დიდია, ვიდრე ადრე. კლიმატოლოგების მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა უჩვენებს, რომ 1952 წლიდან 2011 წლამდე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხული საშუალოდ 78 დღიდან 95 დღემდე გაიზარადა.

კლიმატის ცვლილებებზე დაკვირვებისას მომავალი სცენარების პროგნოზირების მიზნით მეცნიერებმა გამოიყენეს მოდელი, რომელიც უჩვენებს, რომ 2100 წლისათვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ხანგრძლივობა სხვა სეზონების ხარჯზე 166 დღეს მიაღწევს, ხოლო ზამთარი მხოლოდ 31 დღეს გაგრძელდება.

ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ პლანეტაზე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მასშტაბური ხანძარი და კატაკლიზმა მოხდება.

ყველაზე დიდი ცვლილებები ხმელთაშუა ზღვის რეგიონს და ტიბეტის მთიანეთს ელის.  თუმცა  საბოლოო ჯამში კლიმატის ცვლილება დედამიწის ყველა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შეეხებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები