LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 აპრილს „მეხსიერების ბარათი 2“ თამაზ სეფერთელაძის ხსოვნას მიეძღვნება

126
ნიკოლოზ რაჭველი

ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt უნიკალური სანოტო და ვიზუალური საარქივო მასალებით შექმნილ ეროვნულ პროექტს წარმოგიდგენთ -„ქართული კინომუსიკის შედევრები – მეხსიერების ბარათი #2“. ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორებისა და რეჟისორების შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთ მუსიკალურ წარმოდგენად.

მოგზაურობა ქართული კინოსა და მუსიკის სამყაროში ნიკოლოზ რაჭველთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და აღიარებულ სოლისტებთან ერთად.

საღამო ეძღვნება ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ მუსიკოსის თამაზ სეფერთელაძის ხსოვნას.

მუსიკალური კონცეფციისა და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი – ნიკოლოზ რაჭველი

სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეონა ჯორბენაძე

დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე

გენერალური მენეჯერი – ნინო ნახუცრიშვილი

პროექტი შეიქმნა კომპანია „მაგთიკომის“ მხარდაჭერით.

გენერალური პარტნიორი – ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, მედია პალიტრა, ტვ. მთავარი და საინფომრაციო ცენტრი 118-08.

გარდაიცვალა „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები