LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სიმღერა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება” – სალომე ბაკურაძე პრემიერით ,,ფორტუნაში”

4173
salomebakuradzenewsjl

22 ივლისს სალომე ბაკურაძემ ახალი ნამუშევარი – სოსო თოლორაიას ცნობილი სიმღერის „აღარ გიცდი“ ქავერ-ვერსია წარმოადგინა, რომელიც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოს ეთერში ერთდროულად გაჟღერდა.

როგორც თავად სალომემ განაცხადა, მართალია სიმღერა ახალია, მაგრამ მან უკვე მოასწრო მისი შეყვარება, რადგან მხოლოდ პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება. „აღარ გიცდი“ სტუდია „ბრავო რეკორდში“ ჩაიწერა ბორიკო შხიანის დახმარებით, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ყველასთვის საყვარელი კომპოზიციისთვის ახალი ჟღერადობის მოსაძიებლად.

აღსანიშნავია, რომ ქავერ-ვერსიის ჩაწერის იდეა თავად სოსოს ეკუთვნის, რომელმაც წლების წინ თავად დაწერა სიმღერის ტექტი, ახლა კი, ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა სალომეს და დაბადების დღეზე უსახსოვრა საკუთარი ნამუშევარი.