LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23% მხარს „ქართულ ოცნებას” უჭერს, 40% მეტი კი – ოპოზიციას – კვლევას IRI აქვეყნებს

149
კვლევა 2

23% – ქართულ ოცნებას, 40%-ზე მეტი კი –  ოპოზიციურ პარტიებს – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყო, ხმას ვის მისცემდით, გამოკითხულთა 23% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ – 15%, „ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს“ – 5%, „ლეიბორისტულ პარტიას“ ასევე –  5%.

4% “პატრიოტთა ალიანსის” მომხრეა, 3% ხმას „სამოქალაქო მოძრაობას“ მისცემდა, „ახალ საქართველოს“ – 2%, „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიან საქართველოს“ კი – 3%,

„ლელოს“ – 2% ასახელებს, „გირჩს“ – 1%, „შენების მოძრაობასაც“ – 1%. 

მოსახლეობის 78%-ს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სურს - IRI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

რსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით

სხვა პარტიებს კი – 4% უჭრს მხარს.

რესპოდენტთა 32%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს/ არ იცის.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა. მასში 1500-მა მაცხოვრებელმა მიიღო, 18 წლის ასაკიდან.

შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები