LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 წლის ქართველი პროგრამისტი Tesla-ს ბერლინის ოფისში იმუშავებს

177
შოთა-ჟვანია

23 წლის ქართველი პროგრამისტი შოთა ჟვანია Tesla-ს ბერლინის ოფისში იმუშავებს. ამ პოზიციაზე მოსახვედრად მან 7-ეტაპიანი გამოცდა და 3-თვიანი სტაჟირება გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას marketer ავრცელებს.

„გამოცდაში 2 000 ადამიანი მონაწილეობდა. მთავარი პირობა იყო, რომ 1-ლ ადგილზე გასული Tesla-ს ბერლინის ოფისში პროგრამისტად დაიწყებდა მუშაობას. მე მეორე ადგილზე გავედი, თუმცა მაინც შემომთავაზეს დისტანციურად მუშაობა. ახლა 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა მაქვს, რომ შემდეგ უკვე ფიზიკურად გადავიდე Tesla-ს ბერლინის ოფისში, მუდმივ შტატში. თუმცა, აქ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული“- ამბობს შოთა ჟვანია.

პარალელურად, შოთა ჟვანია Google-ის Cloud სისტემებში გადის ტრენინგს, რომელზეც ასევე კონკურსის შემდეგ მოხვდა.

ქართველ პროგრამისტს, სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები