LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი – მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი

დღის ზოგადი დახასიათება – მთვარისა და ურანის დაპირისპირება პრობლემებს შეუქმნის მეგობრულ კონტაქტებს, გაამძაფრებს სოციუმის პროტესტს თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ, ადამიანებს კი, გარშემომყოფთა მანიპულირების სურვილი გაუჩნდებათ და შესაძლებლობაც მიეცემათ.

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც 18:50 -დან 21:00 საათამდე გაგრძელდება, რადგან მთვარის უარყოფითი ენერგია ჩვეულებრივზე მეტად მოადუნებს ყურადღებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ტრავმებისა და ავრიების ალბათობას.

ჯანმრთელობა – მაგნიტური დღე პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გამოიწვევს თავის ტკივილს, უგუნებობას და არტერიული წნევის მომატებას. მოერიდეთ საკვებით კუჭის ზედმეტად გადატვირთავას, ნერვიულობას და სიმძიმის აწევას, განსაკუთრებით გაუფრთხილდით გულს.

ფერები და მინერალები – დღისით მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და თეთრი, საღამოს კი, ოქროსფერი და ლურჯი სამოსი გააძლიერებს თქვენს მიზიდულობას და შარმს. მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, ქარვა და ბრილიანტი, სერდოლიკი და ამეთვისტო, რომლებიც ერთი-ორად გააძლიერებენ სასიკეთო შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, დაძაბული იქნება ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

ნეგატიური დღე – ნაკლებად სასიკეთო დღეა ქორწინებისთვის და სესხის აღებისთვის, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე არ ღირს არც ოპერაციის გაკეთება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები