LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“24 საათი პირბადის ტარება შეუძლებელია, უნდა გაიწეროს როდის შეიძლება დაჯარიმება”

130
101025119-3513904091967728-4548134662953762816-o

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ წესების დაცვა, რომელიც პირბადის ტარებას ეხება, მკაცრად უნდა გაიწეროს. ის განმარტავს, რომ თუ მოქალაქე პირბადეს არ გაიკეთებს და დაჯარიმდება, ჯარიმა უნდა იყოს მისთვის “შემაწუხებელი”. დეპუტატის თქმით, ჯარიმა მნიშვნელოვანია მსგავსი პანდემიის დროს, მაგრამ არა ისეთი სახის, რომელმაც შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდოს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა.

„ჯარიმას უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი, უნდა იყოს ერთგვარი შემაწუხებელი დამრღვევისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს დამანგრეველი. ადამიანები, რომლებიც ვერ გადაიხდიან დიდ ჯარიმებს, საბოლოო ჯამში ისევ სახელმწიფოს ტვირთი ხდება და მათი ცხოვრება კიდევ უფრო უარესდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა გონივრული უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი განმარტავს, რომ 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარება შეუძლებელია, ამიტომ მისი მოსაზრებით მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდის და რა შემთხვევებში არის აუცილებელი პირბადის ტარება და როდის შეიძლება პირბადის ტარების გამო დაჯარიმდეს ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები