LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 წლის ჟღალთმიანი პიანისტი, რომელსაც „ჩვენი დროის მოცარტი“ შეარქვეს (ფოტო/ვიდეო)

4867
ian-lesicki

„ის, რასაც მე ვყვები ინსტრუმენტებით, ძნელია, გადმოვცე სიტყვებით“ – ამბობს იან ლისეცკი. პოლონური წარმოშობის კანადელი პიანისტი დღეს მსოფლიო მუსიკის სცენაზე ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებელთა თაობას წარმოადგენს.

ამ 24 წლის ჟღალთმიან ახალგაზრდას „ჩვენი დროის მოცარტს“ეძახიან. პირველი წარმატება იანს 15 წლის ასაკში ეწვია, როდესაც 2010 წელს მან შოპენის სახელობის ფესტივალი გახსნა.

იანი უამრავი პრესტიჟული პრემიის ლაურიატია, მათ შორისაა ლეონარდ ბერნსტაინის პრესტიჟული პრემია. მისი პირველი დისკი 2010 წელს გამოვიდა და მასში შოპენის ორი საფორტეპიანო კონცერტი შევიდა.

ამავე წელს მან უმსხვილეს ხმისჩამწერ კომპანია „დოიჩე გრამოფონთან” კონტრაქტიც გააფორმა. მისი მეორე დისკი 2012 წელს გამოვიდა, სადაც მოცარტის მე-20 და 21-ე კონცერტი შევიდა.

2012 წელს შედგა ლისეცკის დებიუტი ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან, სადაც მან შუმანის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

„ჩვენი დროის მოცარტის“ვირტუოზულ შესრულებას ქართველი მსმენელი 12 სექტემბერს, ,,წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის‘ ფარგლებში მოისმენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები