LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 933 პირი აიცრა – 11 აგვისტოს ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: NCDC

48
ვაქცინაცია - აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, 11 აგვისტოს 25 933 პირი აიცრა.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები