LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

125

25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა, გამთენიისას, ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიცია 1995 წელს დაბადებულ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. უწყების ცნობით, ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

25 წლის ვიტალი საფაროვი თბილისში გამთენიისას მოკლეს. მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. საფაროვი ერთ-ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები