LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

250 კონკურენტს შორის თუშეთი შეარჩიეს – ის მსოფლიოს გამორჩეულ ბუნებრივ საგანძურად დაასახელეს

9854
geo-tusheti-national-park-3

თუშეთის ეროვნულმა პარკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ნიუიორკ თაიმსმამსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის 24 ნომინანტის ნუსხა გუშინ გამოაქვეყნა. მათ შორისაა თუშეთი, რომელიც 250 განაცხადს შორის შერჩეულ იქნა, როგორც მსოფლიოში გამორჩეული კულტურული და ბუნებრივი საგანძური.

ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე თუშეთს საგანგებო ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იქ კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი თემის გაძლიერებას.

რა ლამაზია თუშეთი - წადი, ნახე, იამაყე!

ფორტუნამ თუშეთში იმოგზაურა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.

 

2020 წლის ზაფხულში თუშეთი უმასპინძლებს ე.წ. “მეთვალყურეობის დღეს”, რომელსაც დიდი საერთაშორისო ინტერესი ექნება. ამ ღონისძიებას არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტი დაესწრება. თუშეთის წარმატების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს რამდენიმე ქართულმა ვებგვერდმა გაავრცელა.

თუშეთის შესახებ უცხოური ინფორმაცია კი იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები