LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

259 შემთხვევა აჭარაში, 111 თბილისში და 58 კრიტიკული პაციენტი: ვინ არიან დღეს გარდაცვლილები

92
BeFunky-collage - 2020-10-07T113412.703

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ქვეყანაში ინფოიცირებულთა რაოდენობა 9 753-მდე გაიზარდა. მარინა ენდელაძის განმარტებით, გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი. მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ქვეყანის მასშტაბით სულ 4 518 ინფიცირებული მკურნალობს, რომელთა შორის 58 კრიტიკულად მძიმე პაციენტია. აქედან 8 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქეები არიან. რაც შეეხება ახალი შემთხვევების გადანაწილებას რეგიონის მიხედვით, ენდელაძის განცხადებით:

აჭარა  – 259

თბილისი – 111

იმერეთი – 91

სამეგრელო – 25

გურია – 8

ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთი – 5

შიდა ქართლი და კახეთი – 2

 

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევაა, 4 გარდაიცვალა

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით საქართველოში 4 ადამიანი გარდაცვლილია. მათ შორის 2 აჭარაში – 70 წლის მამაკაცი  და 65 ქალბატონი. მესამე პაციენტი 88 წლის ქალი თერჯოლაში, ხოლო მე-4 ინფიცირებული 83 წლის ქალბატონი თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მისივე განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე, ერთი კი კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

პოპულალურები