LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“26 ადამიანია კოვიდით გარდაცვლილი, ტრაგედია უგმიროდ…ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და…” – კულუმბეგოვი

1714
pjimage-18

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში გაუარესებულ კოვიდსტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც კულუმბეგოვი წერს, ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად. მასმედიას კი მოუწოდებს გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაკარგავს დედას, მამას, მეუღლეს, ძმასა, თუ მეგობარს…

ბიძინა კულუმბეგოვი: "კოვიდის გადატანიდან 180 დღის შემდეგ დელტა ვარიანტით რეინფიცირების რისკი 1.5X გაზრდილია"

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“26 ადამიანი კოვიდით გარდაცვლილი. ტრაგედია უგმიროდ…მასმედიას არ უჭირს ჭირისუფალთან ურთიერთობა, ქვეყანამ უნდა იცოდეს ვის კარგავს ყოველდღიურად, მიდიან ადამიანები სახელების და გვარების გარეშე, გააშუქეთ და გაგვაგებინეთ ვინ დაკარგა დედა, მამა, მეუღლე, ძმა, და, დეიდა, მამიდა, ბიძა, მეგობარი….

ამით საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ აუნაზღაურებელი ტრაგედიისგან თავის დაღწევის საშუალება უკვე ჩვენთანაა და მას აცრა და ვაქცინაცია ქვია!”-წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1665 პირი, გარდაიცვალა 26 პაციენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები