LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა

85
unnamed

საქართველოში კოროანვირუსის კიდევ 26 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 18 სოფელ მუშევანში გამოვლინდა, 4 საკარანტინო სივრცეში, 4 კი, ე.წ საბურთალოდ კლასტერიდანაა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავიურუსისგან კიდევ 5 ადამიანი განიკურნა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 პირი – მარინა ეზუგბაია

„დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები