LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

102
1

27 და 28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

?  აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და პ. კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს.

?  ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით.

?  გადაადგილება თავისუფალი იქნება პ. კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს.” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები