LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 მაისს, დეპუტატები ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ილია დარჩიაშვილს და რატი ბრეგაძეს მოუსმენენ

67
ირაკლი ღარიბაშვილი

27 მაისს, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში, ინტერპელაციის წესით, ოთხ მინისტრს მათ შორის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.

ინტერპელაციის გრაფიკი, რომლის განხილვაც ბიუროს სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა, ასეთია:

თავდაპირველად პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მივა, რომელსაც ხუთი საინტერპელაციო კითხვით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

კითხვები ევროკავშირში საქართველოს განაცხადს შეეხება.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი “ლელომ“ შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად დაიბარა: – რა ზომები გაატარა საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების გზად არ გადაიქცეს.

27 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც მივა. მის მიმართ ფრაქცია “ქართული ოცნების“ კითხვები ინფლაციას, საქართველოს ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და ომის გავლენებს ეხება.

კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც 27 მაისს პარლამენტში მივა, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ბრეგაძისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა (მსჯავრდებულთა) უფლებების დაცვის კუთხით და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს.

რეგლამენტით მინისტრი ვალდებულია საინტერპელაციო კითხვებს პლენარულ სხდომაზე უპასუხოს.

ინტერპელაცია კითხვაზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს.

პოპულალურები