LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 ნომერ ავტობუსს დაკვამლიანება გაუჩნდა

216
avtobusi1

27 ნომერი ავტობუსი დაკვამლიანების გამო ხაზიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მოხდა. დაკვამლიანების სავარაუდო მიზეზად სადენების გადახურება სახელდება.

„ავტობუსს ცეცხლი არ გასჩენია, დაკვამლიანება იყო, მძღოლმა ცეცხლმაქრის გამოყენებით გაანეიტრალა სიტუაცია. ავტობუსი მოხსნილია ხაზიდან და მის ნაცვლად სათადარიგო ავტობუსი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – განუცხადეს „ფორტუნას“ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები